მედიის ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ლიბანიდან 50-მდე რაკეტა ისროლეს. მსხვერპლთა და დაშავებულებსი შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის ზემო გალილეის რეგიონი გახდა. ლიბანიდან რაკეტების სროლის საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ლიბანის სასაზღვრო ქალაქების, შიჰინისა და ჯიბაინის მიმდებარე ტერიტორიები დაბომბა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიავითარება გუდაური-კობის გზაზე – დეპარტამენტი მოძრაობის რეჟიმზე ინფორმაციას ავრცელებს