ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება

თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანარს შეხვედრაზე განუცხადა.

ვენაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ალექსანდერ შალენბერგსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, იურაი ბლანარს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეების განხილვის ერთ-ერთ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგენდა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ ფრონტზე არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის, საჭიროა ცეცხლი შეწყდეს.

„ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება და არანაირი შედეგი არ ჩანს“, – განაცხადა ბლანარმა.

შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია.

„მშვიდობა ყველას სურს. თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება და მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს“, – აღნიშნა შალენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო მუჯირი – შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიის, ამის დასტურია მუდმივი ცილისწამება, რომელიც ისმის სასულიერო პირების მისამართით
შემდეგი სტატიაისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო