“ისლამური სახელმწიფო” რომში, ლონდონსა და ბერლინში ტერაქტებით იმუქრება

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს, სადაც ლონდონში, ბერლინსა და რომში ტერაქტებით იმუქრებიან.
ვიდეორგოლში პარიზის და ბრიუსელის კადრებია გამოყენებული, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ არის გადაღებული . ერთ-ერთი ბოევიკი ამბობს, რომ მან არ იცის რომელი ქალაქია მათი შემდგომი სამიზნე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ლონდონი, ბერლინი ან რომი.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია კოლიზეუმი, ცეცხლმოკიდებული ბიგ ბენი და ბრიტანეთის დროშა. ამასთანავე, რგოლი დამზადებულია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერის და არა თვითონ ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ.

banner
წინა სტატიაში(Video)თბილისში დაცვა მამაკაცს სასტიკად უსწორდება
შემდეგი სტატიასუ-24-ის პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ჩვენება შეცვალა