ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ

ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმის განმარტებით, ბორჩაშვილს მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში ცეცხლნასროლი ტრამვა ქონდა მიყენებული დაახლოებით 7-8 თვის წინ. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მას ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩაუტერდება.

ასეთ შემთხვევაში ანტი ტერორისტული დეპარტამენტი სავარაუდოდ დღეს ვერ შეძლებს მისთვის ბრალის წარდგენას.

ბორჩაშვილის ადვოკატი კი უკვე რამდენიმე საათია დეპარტამენტში საქმის მასალებს ეცნობა. დოკუმენტები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების მუხლით არის დაპატიმრებული.

banner
წინა სტატიაშივერ ეღირსებით უკრაინის ძარცვის უფლება მოგცეთ – სააკაშვილი vs იაცენუკი
შემდეგი სტატია,,2016 წლის არჩევნები ჩაიშლება, ხელისუფლების ბედი გადაწყდება ქუჩაში”