,,2016 წლის არჩევნები ჩაიშლება, ხელისუფლების ბედი გადაწყდება ქუჩაში”

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

იურისტ ვალერი გელბახიანის მოსაზრებით, თუ მმართველმა გუნდმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე არ იზრუნა , 2016 წლის არჩევნები ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგება:
„ახლავე ვაცხადებ, რომ 2016 წლის არჩევნები ჩაიშლება, ხელისუფლების ბედი გადაწყდება ქუჩაში, თუ ახლავე არ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო გარემოს საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესება. ჩვენ ვნახავთ გაზაფხულზე ფართომასშტაბიან აქციას, სადაც ულტიმატუმის დონეზე წაუყენებენ ამ საკითხს. ჩვენ გვინახავს როგორ მთავრდება საქართველოში ასეთი აქციები და რა ფორმებს იღებს. ხელისუფლება მიიღებს რევოლუციას. გაზაფხულამდე არ გამოვრიცხავ, მოხდეს ძალიან დიდი საკადრო ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების წარუმატებლობა ვიღაცას დააბრალოს, ხალხმა დაიჯეროს, თურმე ივანიშვილს სხვანაირად ნდომებია და ხელისუფლებამ სხვანაირად გააკეთაო, სხვაგვარად ხელისუფლებას რესურსი არ აქვს , რომ არჩევნები მოიგოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ მოხდეს ხმაურიანი გადაყენება, როგორც თბილისის მერის ასევე მთავრობის“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

წყარო „კვირის ქრონიკა“

banner
წინა სტატიაშიისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ
შემდეგი სტატიადაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ