ისლამურ სახელმწიფოს საკადრო პრობლემები აქვს

ისლამურ სახელმწიფოს საკადრო პრობლემები აქვს

ისლამურ სახელმწიფოს საკადრო პრობლემები აქვსისლამური სახელმწიფო ხელფასების შემცირების გამო საკადრო პრობლემებს განიცდის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახამდ, ისლამურმა სახელმწიფომ ბოევიკებს სამჯერ შეუმცირა ხელფასი იმის გამო, რომ ისინი თურქეთთან არალეგალურად ვეღარ ყიდიან ნავთობს.
დღესვე უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, რუსულმა ავიაციამ სირიაში რაკაში, ალაპოში და სხვა ტერიტერიებზე არსებული ნავთობ ბაზები გაანადგურა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს ფულის საწყობი გაანადგურა საჰაერო დარტყმით, სადაც სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარი ინახებოდა, რომელიც ბოევიკების ხელფასს უნდა მოხმარებოდა.

18 იანვარს “ინდეფენდენტის” ცნობით ამერიკელ სამხედროებს ხელთ ჩაუვარდათ ისლამური სახელმწიფოს ფინანსური დოკუმენტი, სადაც ხელფასების შემცირებაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაში(FOTO)საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრო
შემდეგი სტატიაოლანდმა ქმრის მკვლელი შეიწყალა