(FOTO)საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრო

“მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
“აბესალომ და ეთერის” წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები – ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდნენ. სპექტაკლის ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.

banner
წინა სტატიაშინატომ სუ-34-ის მიერ თურქეთის საზღვრის დარღვევის მტკიცებულებების მიწოდებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაისლამურ სახელმწიფოს საკადრო პრობლემები აქვს