ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

banner
წინა სტატიაშიისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის
შემდეგი სტატიაჩინეთის საგარეო – მოვუწოდებთ გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად