ის, რასაც პარლამენტი მანდატების გაუქმების შემდეგ მიიღებს, იქნება ძალიან აქტიური ოპოზიციონერი ამხანაგი ინჯია და მრავალპარტიული პარლამენტის კვაზი სახე – კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, მანდატების გაუქმების პროცესს ეხმაურება.
კალოიანის თქმით, მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციამ პარლამენტს დიდი ხნის წინ მიმართა, ხოლო ამ პროცესის გაწელვა საკანონმდებლო ორგანოს გაპატიოსნების მცდელობაა.
კალოიანმა აღნიშნა, რომ მანდატების გაუქმების შემდეგ, პარლამენტი მიიღებს აქტიურ ოპოზიციონერ ინჯიას და პარლამენტის კვაზი სახეს, რომელსაც არანაირი საერთო არ ექნება რეალურ პარლამენტთან.
„მანდატების გაუქმების მოთხოვნით ჩვენმა დეპუტატებმა და პარტია ევროპულმა საქართველომ სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად პარლამენტს მიმართა დიდი ხნის წინ, ამ პროცესის გაწელვა პარლამენტის გაპატიოსნების მცდელობაა და ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ ვანიჭებთ, რაც შეეხება საერთო ოპოზიციურ და ევროპული საქართველოს აქტივობას, ის არის ორინეტირებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასა და პანდემიის შედეგების მინიმიზაციაზე.
ადრე თუ გვიან პარლამენტს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მას რეალურად სხვა შანსი არ რჩება, ხოლო რეალობა რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს იქნება ძალიან აქტიური ოპოზიციონერი ამხანაგი ინჯია და მრავალპარტიული პარლამენტის კვაზი სახე, რასაც რეალურ საპარლამენტო ცხოვრებასთან არანაირი საერთო არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ახალ ელექტროავტობუსებში ​მგზავრთა თერმოსკრინინგი განხორციელდება
შემდეგი სტატიაბერძენი არქიმანდრიტი ამხელს რუსული ეკლესიის შემოჭრას საქართველოში