ბერძენი არქიმანდრიტი ამხელს რუსული ეკლესიის შემოჭრას საქართველოში

ერძენი არქიმანდრიტი რომანოზი (ანასტასიადისი) ეხმაურება რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტის ილარიონის (ალფეევი) განცხადებას საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებით.
არქიმანდრიტი რომანოზი წერს:
“რამდენი ტყუილია ამ ერთ “ინტერვიუში”?!
კი, მაგრამ ყოვლადუსამღვდელოესო ვოლოკოლამელო, ღმერთის არ გეშინიათ?! გასაგებია, უკვე დიდი ხანია დაგვარწმუნეთ, რომ სირცხვილი არ გაგაჩნიათ, ეთოსი არ გაქვთ, ღმერთის მაინც არ გეშინიათ? იმ ბრძანებების გარდა, რასაც კრემლში უფროსები გაძლევენ, გრწამთ სხვა რაიმესი? იქნებ, უკეთესი იქნებოდა სასულიერო პირობისთვის თავი დაგენებებინათ და ლავროვის თანაშემწე გამხდარიყავით, რადგან თქვენი როლი და ცხოვრების წესი განსხვავდება მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრისგან და უფრო რუსეთის საელჩოს მუშაკს ჰგავს.
ვთქვი, რომ მიტროპოლიტ ილარიონის „რომფეაზე“ მიცემული „ინტერვიუთი“ მეტს არ დავკავდებოდი, მაგრამ არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო ერთ საკითხზე, რომელსაც ილარიონმა ვითომ უპასუხა. ის შეეხება რუსეთის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოში გამუდმებულ ანტიკანონიკურ შეჭრასა და დარღვევას. ამ შემთხვევაშიც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მატყუარა და ფარისეველი აღმოჩნდა. თუ ნამდვილად, რუსეთის ეკლესია, როგორც ამას ამტკიცებს (ილარიონი), საქართველოს ეკლესიის ძველ ავტოკეფალიას აღიარებს, რომელიც ანტიოქიის საპატრიარქოდან მიიღო, მაშინ წესით დიპტიქში საქართველოს ეკლესია რუსეთისაზე წინ უნდა იყოს!!! რადგან ეს ავტოკეფალია მათ ქრისტეს შობიდან V საუკუნეში მიიღეს, მაშინ, როცა ვოლოკოლამელის წინაპრები მოსკოვის ადგილებში ჯერ ადამიანებს ჭამდნენ და კერპებს მსხვერპლს სწირავდნენ! მაშინ, როგორღა აღიარებენ (საქართველოს) ძველ ავტოკეფალიას და პარალელურად მიიჩნევენ, რომ მათ წინ უნდა იყვნენ დიპტიქში?! ე.ი. სინამდვილეში აღიარებენ მხოლოდ იმ ტომოსს, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოსგან 1990 წელს, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის დროს მიიღო… თუ არა, მაშინ დაუყონებლივ გადავიდნენ დიპტიქში საქართველოს შემდეგ!
ასევე, ვის შეუძლია დაივიწყოს, ჭეშმარიტად V საუკუნიდან ავტოკეფალურ უძველეს საქართველოს ეკლესიაში რუსების მიერ 1811 წელს ანტიკანონიკურად შეჭრა და მისი გაუქმება?! როდესაც ჩვეული იმპერიალისტური პრაქტიკით, მოსკოველებმა დაიპყრეს საქართველო და ეკლესია ანტიკანონიკურად რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარეს?!
შეჯამება: საქართველოს (ივერიის) ეკლესია, დაარსებულია პირველ საუკუნეში მოციქულ ანდრია პირველწოდებულის დროს, სადაც IV საუკუნეში კაპადოკიელი მოციქულთასწორის, წმიდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობის შედეგად სრულად გაქრისტიანდა (ქვეყანა). შემდეგ, V საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალურად იქნა აღიარებული, რომელსაც მანამდე ექვემდებარებოდა. 1811 წელს მისი ისტორიული უფლება ჩამოერთვა და მაშინდელი რუსეთის იმპერატორის მიერ ანტიკანონიკურად გაუქმდა. მხოლოდ 1917 წელს შეიმნა შესაძლებლობა, აღდგენილიყო საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა. მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივის წყალობით, 1990 წლის 30 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა საპატრიარქო და სინოდური განჩინებითა და შესაბამისი სინოდური ტომოსის გამოცემით დაადასტურა და განამტკიცა ყოველთა წინაშე საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია.
თუმცა, დასმულ “კითხვაში” ასევე არის უზუსტობა, რომ კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა თავის “ბოლოდროინდელ განცხადებებში დაადანაშაულა რუსეთის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრაში” … კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა გაიმეორა ის, რაც უკვე არაერთხელ დაგმო თავად საქართველოს საპატრიარქომ! სიმართლისთვის ჩვენ ვციტირებთ შესაბამის პუბლიკაციებს, რომლებიც აჩვენებს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების სიცრუეს, თაღლითობებს, ფარისევლობასა და ეშმაკობას, მაგრამ ასევე მათ საწინააღმდეგო და ანტიქრისტიანულ თანამონაწილეობას რუსეთის სახელმწიფოს ექსპანსიურ გეოპოლიტიკურ გეგმებში:
1. საქართველოს პატრიარქის მკაცრი პროტესტი მოსკოველი კირილეს მიმართ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური შეჭრის გამო: https://romalewfronimati.blogspot.com/…/blog-post_10.html
2. რუსეთის ეკლესიის ტერაქტებს ბოლო არ აქვთ: საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პროტესტი საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ: https://romalewfronimati.blogspot.com/…/blog-post_44.html
3. რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის საჩივარი მოსკოვის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრაზე: https://romalewfronimati.blogspot.com/…/association-of…
4. ახალი ვულგარული გამოწვევა რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის შესახებ: https://romalewfronimati.blogspot.com/…/blog-post_16.html
5. საქართველოში რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური მოქმედებები: https://romalewfronimati.blogspot.com/…/blog-post_19.html
6. მოუნანიებელი მოსკოველები განაგრძობენ გამოწვევებს: რუსეთის ეკლესია კვლავ შეიჭრა საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე და ანტიკანონიკური მღვდელმოქმედება აღასრულა: https://romalewfronimati.blogspot.com/…/blog-post_2.html
7. საქართველოს საპატრიარქოს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვლადიმერ პუტინს: “მთელი თავისი ხნის განმავლობაში, საქართველომ დაამარცხა მრავალი მტერი და ტირანი… თქვენც დაგამარცხებთ!”:Https: //romalewfronimati.blogspot.com / … /blog-post_12.html  “, – წერს არქიმანდრიტი რომანოზი.

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

banner
წინა სტატიაშიის, რასაც პარლამენტი მანდატების გაუქმების შემდეგ მიიღებს, იქნება ძალიან აქტიური ოპოზიციონერი ამხანაგი ინჯია და მრავალპარტიული პარლამენტის კვაზი სახე – კალოიანი
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – მხოლოდ ერთი გზა გვრჩება, ქუჩა