ის განიცდის ძალიან დიდ ფიასკოს – მათიკაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს

„რა თქმა უნდა, ის განიცდის ძალიან დიდ ფიასკოს და ეს იქნება ისეთივე უეჭველი, როგორც ის, რომ ხვალე ასევე გათენდება დღე. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის დასახელებისას მის გადაწყვეტილებას ელოდება.

დავით მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილს “საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს”.

„ძალიან გადამეტებული წარმოდგენა აქვს, ალბათ, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ შესაძლებლობებზე. იქნება ძალიან მალე არჩევნები და მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო დაინახავს, თუ რეალურად ვინ იქნება ქართველი ხალხის რჩეული,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო – ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე : პროკურატურა ისევ ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს