ეს იყო სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია

„ქართულმა ოცნებამ, მართლაც, მოახერხა ის, რომ სრული ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა იმ აზრში, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას გააკეთა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ და რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უახლოეს დღეებში შევა, რომელსაც ხელი 17-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა. მათ შორის არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

„ეს იყო სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა და ეს იყო ძალაუფლების მონოპოლიზება,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ
შემდეგი სტატიაირმა სოხაძე: უნდა დაგვეწრა წერილში, რომ ის არის მოკლული, წამებული და ამიტომ არ გვაძლევთ?