ირმა ინაშვილი: ხელისუფლებამ ასეთ დროს რუსეთს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრას

“იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად ვარ დაპირისპირებული ხელისუფლებასთან და არ ვაპირებ ჩემი პოზიციების დათმობას, პირდაპირ ვამბობ, რომ მე არა ვარ არც ამ ხელისუფლების პირსისხლიანი მტერი და, რაც მთავარია, არ მიხარია სტიქიური უბედურება ჩემს ქვეყანაში, რათა დრო ვიხელთო და ყველაფერი დავაბრალო მთავრობას… ისიც კი, რომ ქარია და ჯერ წვიმა არ მოდის”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სტიქიური უბედურებისას და სხვა კრიზისებისას პოზიცია, ოპოზიცია და ხალხი უნდა გაერთიანდეს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, როგორ ჩნდება ეს ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით, აქვს თუ არა ადგილი დივერსიას და ვინ შეიძლება სარგებლობდეს ამით. ვიდრე გამოძიება დაიწყება, ჩვენ უნდა ჩავაქროთ ცეცხლი და არაა საჭირო ამ ცეცხლის გაღვივება, რასაც რუსთავი-2 აკეთებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აჩენს ამ ხანძრებს. სულ სხვა ეჭვები მაქვს და ამაზე შედეგების დადება გამოძიებას მოუწევს. მეორე- მე არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ასეთ დროს დახმარებაზე უარი უნდა უთხრას რომელიმე ქვეყანას. მათ შორის, რუსეთს, რომლის ავიაციითაც მსგავს სიტუაციებში არა ერთი ევროპული ქვეყანა სარგებლობს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სტიქიური უბედურებისას, სხვა კრიზისებისას მაღლა უნდა დავდგეთ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ნებისმიერ ვითარებაში ის ერთად უნდა დავიცვათ”, – წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საველე ოპერაციების მართვის ცენტრში საგანგებო თათბირს ატარებს
შემდეგი სტატია,,ოცნების,, გზები სენაკში (ფოტოები)