ირმა ინაშვილი: დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვება ფრაქციის დაშლას გამოიწვევს

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვება ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

ირმა ინაშვილის თქმით, თანაპარტიელის ეს განცხადება მისთვის სიურპრიზი იყო და პარტია ამის შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა.

“გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით, რასაც ვისმენ. არავითარი დაპირისპირება ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო დატოვებს პარტიას და ფრაქციას, ბუნებრივია ფრაქცია დაგვეშლება. მე მასთან შეხვედრა მსურს,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში “საქართველოს პატრიოტებს” 6 დეპუტატი ჰყავთ, ნატო ჩეიძის მიერ პარტიის და ფრაქციის დატოვების შემდეგ კი ისინი ხუთნი დარჩებიან, რის გამოც ფრაქცია დაიშლება.

რადგან რეგლამენტის მიხედვით ფრაქციაში მინიმუმ 6 დეპუტატი უნდა იყოს.

ნატო ჩხეიძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება 17 სექტემბერს გააკეთა.

მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებს და კომენტარს უახლოეს პლენარულ სხდომაზე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე საპატრიარქოს პასუხის ელოდება
შემდეგი სტატია“ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს” -უგულავა