ირმა ჭკადუა: ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს

ირმა ჭკადუას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობა სურს. ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ჭკადუას თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, დავით ასათიანის სახით, მემკვიდრის დატოვებას გეგმავს და ამიტომ, სიტუაციის შესაცვლელად, ჭკადუამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა – “მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა და ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს” აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრია. მის გარდა კი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია იბრძვიან.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები შაბათს, 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ფედერაციიდან ვართო… მოკლულია ჩემი ქმარი”- გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე გვარებს ასახელებს
შემდეგი სტატია51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება – გიგაური