IRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 67% უჭერს, NATO-ში – 59%

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 59% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, 8% მკაცრად ეწინააღმდეგება.

მათგან ვინც, ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 23% ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს, 20% – თავდაცვას, 13% – ეკონომიკის გაძლიერებას, 11% – დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% – სტაბილურობას, 4% – სამხედრო მხარდაჭერას, 3% – უკეთეს მომავალს, 2% კი დემოკრატიის განმტკიცებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 11%-მა არ იცის ან არ პასუხობს.

რაც შეეხება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ამას სრულად მხარს მოსახლეობის 67% უჭერს მხარს, ნაწილობრივ კი – 16%. 4% ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების აბსოლუტური წინააღმდეგია, ხოლო 5% ნაწილობრივ.

მათგან, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს, ამის მთავარ მიზეზად 43% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 8% – სამუშაო ადგილების შექმნას, 7% – უვიზო მიმოსვლას, 5% – თავდაცვას, 4% – განათლებას, 4% – დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 4% – უკეთეს მომავალს, 2% – სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 13%-მა არ იცის ან არ პასუხობს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშიIRI: ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს 60% არ უჭერს
შემდეგი სტატიაIRI: 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, უმუშევრობა მთავარი პრობლემაა