IRI: ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს 60% არ უჭერს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს მოსახლეობის 60% არ უჭერს. ბოიკოტს მხარს სრულად ან ნაწილობრივ 26% უჭერს.

კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

სრულად დიახ – 15%
ნაწილობრივ დიახ – 11%
ნაწილობრივ არა – 42%
სრულად არა – 18%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 14
კვლევის თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მხარს მოსახლეობის 34% სრულად/ნაწილობრივ უჭერს, 45% კი ამ მოთხოვნას სრულად ან ნაწილობრივ არ უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ არათავისუფლად, არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ მოსახლეობის 35% მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშიIRI: 88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
შემდეგი სტატიაIRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 67% უჭერს, NATO-ში – 59%