IRI: 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, უმუშევრობა მთავარი პრობლემაა

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, აქედან 20% ამბობს, რომ ძალიან გაუუარესდა. მეორე მხრივ, 1%-ზე ნაკლები ამბობს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახში გაუმჯობესდეს.

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში, უმრავლესობა უმუშევრობას ასახელებს:

უმუშევრობა(65%)
მაღალი ფასები(37%)
სიღარიბე (26%)
COVID-19 (16%)
ჯამში, მოსახლეობის 76% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, აქედან 39% ამბობს, რომ ძალიან გაუარესდა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიIRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 67% უჭერს, NATO-ში – 59%
შემდეგი სტატიაIRI: 69% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა