IRI: 88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა - თიბილოვი

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით – აზერბაიჯანი.

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია:

თურქეთი – 7%
აშშ – 5%
ირანი – 4%
სომხეთი – 3%
ჩინეთი – 2%
უკრაინა – 1%-ზე ნაკლები
ევროკავშირი – 1%-ზე ნაკლები
არცერთი – 1%-ზე ნაკლები
არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშიIRI: გამოკითხულთა 82%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 79%-ს ეკლესიის, 64%-ს ქართული მედიის
შემდეგი სტატიაIRI: ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს სრულად ან ნაწილობრივ მხარს 60% არ უჭერს