ირანი საუდის არაბეთთან დპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს

ირანული მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ განაცხადა, რომ ახლო მომავალში საუდის არაბეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ.

საინფორმაციო სააგენტო „ისნა“-სთან ინტერვიუს დროს ზარიფიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური შეხვედრა მომავალი თვის დასაწყისში, ჰაჯის (პილიგრიმობის) დასრულების შემდეგ შედგება.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობამ, გასულ წელს, რეგიონში სამშვიდობო პროცესების დარღვევის ურთიერთბრალდებების საფუძველზე პიკს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიარდაგანის სასაფლაოსთან მობილიზებულია მაშველების ჯგუფი
შემდეგი სტატიასოფელ აღაიანთან სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა