ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ ღირსია, პუფები დაუდგან პარლამენტის შემოსასვლელში,

„ნაციონალური მოძრაობა“ ღირსია, პუფები დაუდგან პარლამენტის შემოსასვლელში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ახლა აღნიშნული პარტიის წევრებს პარლამენტში დარცხვენილებს მოუწევთ სიარული.

„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პრინციპული არასდროს არ ყოფილა. საბოლოოდ გაფორმდა ასეთი პარტია, რომელიც შვიდი თვეა იმას აკეთებს, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებში რა გვინდა რომ შემოვიდეთო, პუფი უნდა იყო, პარლამენტში რომ შეხვიდეო. ახალგაზრდებს, რომლებიც დაბლა სირცხვილის კორიდორს აწყობენ, ვთხოვ, რომ როგორმე შეეშვან, არ შეიძლება ესკალაცია, ეს მიუღებელია, მაგრამ ღირსები არიან, რომ პუფები დაუდგან შემოსასვლელში როგორც თვითონ უწოდებენ თავიანთ თავს.

სწორია რომ შემოდიან, მე მივესალმები, უნდა შემოსულიყვნენ, რასაც 7 თვეა, ველაპარაკებით ჩვენც და მთელი დასავლეთიც. ახლა შემოდიან დარცხვენილები და ასე თავჩაღუნუნულებმა უნდა იარონ, რაც არ უნდა „გაიპრავონ“ ახლა აქ მოსვლა. მოსახლეობამ ხომ იცის, რომ უპრინციპოები არიან, თუმცა ჩვენ ამას არ წამოვაძახებთ, თუ თვითონ არ მოითხოვეს ეს“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის შედიან პარლამენტში.

„თუ არ მოაწერენ ხელს, მაშინ რა უნდათ პარლამენტში? ხელფასებზე მიდიან? საყვირლად გარეთ უფრო ეფექტურად ყვიროდნენ. მაშინ აქ რა უნდათ?“, – აღნიშნა ზარქუამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ხალხი ღატაკდება, საქმეზე არავინ საუბრობს
შემდეგი სტატიაზარქუა: გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გუნდი, ხელისუფლება გამოწვევების წინაშე იყო