ირაკლი ზარქუა: მორიგი სიცრუის ტირაჟირება უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიციისგან

“მორიგი სიცრუის ტირაჟირება უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიციისგან ! ამჯერად მათი პროვოკაცია ჭავჭავაძის გამზირის გზის ასფალტს უკავრშირდება, სადაც ისინი გაუაზრებელ ხარჯებზე საუბრობენ. რეალურად,მერიის მიერ ჭავჭავაძის ქუჩის დროულად გასახსნელად გათვალისწინებული იყო ეს ხარჯებიც, ტენდერში პირველადი მსუბუქი ასფალტის გადასაგებად, მიზანი კი იყო ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი არ შექმნოდა ავტომობილით გადაადგილებისას.
მას შემდეგ, რაც ყველა სამუშაო ჩატარდა, საბოლოო ეტაპი, მთლიანად ჭავჭავაძის ასფალტის ბოლო ფენის დაგებით სრულდება.რაც გულისხმობს იმას, რომ ძველი დროებითი ასფალტი აიყრება და დაახლოებით რამდენიმე დღის ვადაში ახალი ასფალტი დაეგება, რომელიც გაუთანაბრდება სანიაღვრე ჭებს.
ეს არის ელემენტარული და ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერად, ჩვენი მოქალაქეების კომფორტისთვის”,-წერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები ხვალიდან განახლდება