ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები ხვალიდან განახლდება

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები ხვალიდან განახლდება. შეხვედრა ხვალ, 13 მაისს 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია ბევრ საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის იმაზე, რა სტრატეგია ექნებათ, იმ შეთხვევაში თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს არ შეასრულებს – როგორც საარჩევნო სისტემის, ისე პოლიტპატიმრების.

“ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ამ შეთანხმების ორივე ნაწილი და ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. თუ არ შეასრულებს, ამაზე იქნება რეაგირება საჭირო. ქვეყნის გარედან უკვე ვნახეთ როგორი გზავნილებია, საჭიროა რეაგირება ქვეყნის შიგნითაც და ამ სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ სწორედ ხვალ და გაგრძელდება პერიოდული კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის”, – ამბობს კაპანაძე.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კორონავირუსის გავრცელების საფრტხისა და ქვეყანაში დაწეზებული შეზღუდვების გამო, კონსულტაციები დროებით შეჩერებული იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: მორიგი სიცრუის ტირაჟირება უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიციისგან
შემდეგი სტატიანინო ზამბახიძე – ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა უთხრა