ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – აზრზე არ ხარ, პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს?

გიორგი ვაშაძეს უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს, ეს თემა ელისაშვილს წაართვა – იცი რომ 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარიზაციის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

როგორც ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, გიორგი ვაშაძემ მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოს.

„დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ პოპულიზმი. ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო, მცდელობა აქვს, ვერ მიხვდა რა თემებს მოეჭიდოს, ახლა უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში ვინ გიკრძალავს? თამამად, უბრალოდ ჩაიხედე რასაც ყვები. აზრზე არ ხარ, გინდა ეს თემა წაართვა ელისაშვილს. ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა შემოგვიერთდი და უფრო მეტს გაიგებ.

იმას, რასაც შენ მოითხოვ ხელშეკრულება არის 3.5 გადაიკითხე, წერია, რომ ბენეფიციარს, პენსიონერს, მოთხოვნით დღესაც შეუძლია „საქართველო ბანკში“ თუ „თიბისიში“ მოითხოვოს და დაერიცხოს სესხი. არზე არ ხარ როგორ დაფრინავ და სად ხარ, ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.

მეორე თემა იყო, რომ კურსი გაიქცა. კურსი არ არის კონსტიტუციით, ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ალბათ, არ გაქვს ინფორმაცია და გეტყვი, მეტად კომპეტენტურები, რომ აღმოჩნდეთ ეროვნულ ბანკთან. საკრიტიკო არის, როგორ არ არის, როდესაც ინფლაცია 7%-იანია. ჩვენთან მცურავი კურსი გვაქვს. პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს ამ თემებში? ისეთ კითხვას სხვამ აზრზე არ ხარ. 36%-მაღალია, იცი, 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი“, – აღნიშნავს ზარქუა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპროფესიული განვითარების საბჭომ რვა ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა
შემდეგი სტატიაროგორ იყენებს „ერთმორწმუნე რუსეთი“ ეკლესიას საქართველოს წინააღმდეგ