პროფესიული განვითარების საბჭომ რვა ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა რვა ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, ოთხ ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ სულ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე სებ-ის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – აზრზე არ ხარ, პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს?