ირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, დუშეთის მაჟორიტარ ირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.

ამასთან, კითხვაზე, დასახელდება თუ არა პირადად ის მაჟორიტარად კიდევ ერთხელ (საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი ერთ საზღვრებში გაერთიანდა), ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ თუკი კენჭისყრაში მონაწილეობის საჭიროებას დაინახავს, ამას აუცილებლად გააკეთებს.

“არ ვიცი, საკითხი როგორ გადაწყდება. ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავილაპარაკებთ. თუკი ჩემი ასაკის კაცი საჭირო ვარ, რომ კენჭი ვიყარო, აუცილებლად ვიყრი კენჭს. ეს თემები ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინც რა უნდა თქვას და რა ილაპარაკოს. სამწუხაროდ, უკვე ვამჩნევ იმას, რომ ძალიან ბევრმა ხალხოსნურ რაღაცეებზე მოძრაობები დაიწყო, რათა ყურადღება მიიქციონ”, – განუცხადა ირაკლი ტრიპოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს
შემდეგი სტატიაის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს