26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმდჯომარის მოვალოებას ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, კახა ბარამაძემ განაცხადა.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარეობის პოსტზე დღეს ვადა ეწურება.

პროცედურის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მოგვიანებით კი საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას დასამტკიცებლად გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა დაასრულა
შემდეგი სტატიაირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის