ირაკლი შოთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნის მოთხოვნით, ინტერპოლს უკვე მივმართეთ

ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს უკვე მიმართა.

“მივმართეთ ინტერპოლს დამნაშავის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნით. ველოდებით პასუხს. ეს უდიდესი ტრაგედიაა არამხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის”, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დააკაონ
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგლა ოთხოზორია ტაძრიდან გამოასვენეს