მიხეილ ჯანელიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დააკაონ

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარი მკველობაში დამნაშავე იყოს დასჯილი.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ იგეგმება გალის ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრის გამართვა და ყველა საკითხი იქ დაისმევა.

„ველოდებით შესაბამის რეაგირებას უკვე ამ მექანიზმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამის სტრუქტურას არცერთი წუთით არ დაუგვიანი შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ეს პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი და შესაბამისად, კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“პირველი რესპუბლიკის” სახელობის ბაღში “დროის კაფსულა” შეინახეს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელის ძებნის მოთხოვნით, ინტერპოლს უკვე მივმართეთ