ირაკლი შიხიაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” მე დავშალე

ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა.

“პირWელ პრესკლუბში” სტუმრობისას შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიით კენჭისყრა, ამ პარტიის წევრობას არ ნიშნავს.

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მე მათი ფრაქციის წევრი ვიყავი. პოლიტიკური პლატფორმის შეცვლა, მგონი, მხოლოდ აქ ითვლება სირცხვილად. მე ვიყარე კენჭი პარტიის სიით, მაჟორიტარად, მაგრამ ეს არ ნიშნავს პარტიის წევრობას. თავის დროზე, მე ვიყავი ლიბერალური პარტიის წევრი. შიხიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის არჩევნებამდე გაემიჯნა. იმდენი იძახა “ნაციონალურმა მოძრაობამ” “პორტირებული შიხიაშვილი”, რომ მერე ადამიანებს, რატომღაც დაავიწყდათ, რომ შიხიაშვილი ამ პარტიას არჩევნებამდე გაემიჯნა. განცხადება არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაკეთდა, თუმცა გამიჯვნა, რეალურად, 11 თვით ადრე მოხდა. პირველ სექტემბრამდე გამიჯვნა ნიშნავდა “ნაციონალური მოძრაობის” განრისხებას. ცივი წყალი დალიოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ამ პარტიას შიხიაშვილი განა იმიტომ არ უყვარს, რომ მარტო მათ ფრაქციას გაემიჯნა, არამედ იმიტომ, რომ შიხიაშვილმა მოახერხა და ჯერ უმრავლესობა, თავის მეგობრებთან ერთად დაუშალა, შემდეგ, ქალაქის მერის ერთპიროვნული მმართველობა დაანგრია და საკრებულოში სამართლიანი გარემო დატოვა. გაარემონტა საკრებულოს შენობა, რომელშიც ერთი დღეც არ შესულა. ასეთი ხმაურიანი და საინტერესო საკრებულო არ ყოფილა დიდი ხანია”,- აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მშნებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მუშა გადმოვარდა
შემდეგი სტატიააპრილში პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება ირმა ინაშვილის ”პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო