ირაკლი სესიაშვილი: სანაკოევის განცხადება პროვოკაციულია

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2015 11:11

ირაკლი სესიაშვილი: სანაკოევის განცხადება პროვოკაციულია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმითაა დაკავებული.

სესიაშვილი ოსურის მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს, რომელიც მისი თქმით, მიზანიმართულია იქითკენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არ არის დაკავებული. ამიტომ, მათი ეს განცხადება შესაძლოა მივიჩნიოთ მხოლოდ, როგორც პროვოკაციული და მიზანმიმართული იმისკენ, რომ მოლაპარაკებები ან ჩაიშალოს ან არ დადგეს ის ძირითადი საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრაზე, ოსური მხარის წარმომადგენლის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები პანკისში წვრთნებს გადიან. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლის დავით სანაკოევის თქმით, ტერორისტები პროვოკაციებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ამზადებან.

 

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2015 11:11

Google სტატისტიკა


2,313
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics