შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ მ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინის“ ტიპის ავტომატური პისტოლეტი და 20 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ქართველი სამართალდამცველები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: სანაკოევის განცხადება პროვოკაციულია