ირაკლი სესიაშვილი რომან გოცირიძეს – თქვენი 30%-იანი ეიფორია არ უნდა იყოს ცდუნება

არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს – თქვენი 30%-იანი ეიფორია არ უნდა იყოს ცდუნება, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

სესიაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობისა და რევანშისთვის ემზადება.

“28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები “ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიაზროს, რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამას. ყველასთან უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის იმ ამომრჩეველთან, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილს რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ოპოზიციას, რომელმაც არჩევნებში 63%-ზე მეტი აიღო, რევოლუცია არაფერში სჭირდება.

“ხალხს ისევ საბურავებით აფრთხობთ – თუ გააყალბებთ იქნება რევოლუცია!“ – მიმართა გოცირიძემ ირაკლი სესიაშვილს.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დებატების მთავარი თემა იყო.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძეს რუსთავში გაასამართლებენ
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცედურა დაასრულა