ირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის ბრალდებას პასუხობს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

ირაკლი სესიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბოტკოველის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის ოფისში ნებისმიერ მსურველს ხვდება და მათ პრობლემებზე ესაუბრება.
“ამ ოფისში ძალიან ბევრ ადამიანს ვხდები. ადამიანები მოდიან, გამოხატავენ თავიანთ წუხილებს, თავიანთ დამოკიდებულებას. მე არანაირი დეტექტორები არ მაქვს განვსაზღვრო ვინ არის კომისიის წევრი, ვინ არა. ვისაც სურვილი აქვს მოდის, ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვსაუბრობთ მათ შორის დარღვევებზე,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
დღეს ბოტკოველმა გაავრცელა კადრები, რომლებიც 10 ოქტომბერს არის გადაღებული. მისი განმარტებით, ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდიან ქართული ოცნების ოფისიდან რაიონის საარჩევნო უბნების ერთ-ერთი თავმჯდომარე და სხვადასხვა თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ნდობა ნულოვანი გვაქვს, თუმცა დაველოდოთ ხელისუფლება გამოძიების რა ვერსიას დაეყრდნობა”
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოში ერთ-ერთი დაკავებულის დედა სასამართლოსთან ცუდად გახდა