“ჩვენ ნდობა ნულოვანი გვაქვს, თუმცა დაველოდოთ ხელისუფლება გამოძიების რა ვერსიას დაეყრდნობა”

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ნაციონალურ მოძრაობაში” გივი თარგამაძის მანქანის აფეთების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ გამომძიებლებზე რაიმე უარყოფითის თქმა არ შეუძლიათ .

“ჩვენ ნდობა ნულოვანი გვაქვს, თუმცა დაველოდოთ ხელისუფლება გამოძიების რა ვერსიას დაეყრდნობა,”- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. მისივე ინფორმაციით, საქმის გახსნილად გამოცხადების შემდეგ, მათ ოფისში პოლიციის თანამშრომლები კიდევ იყვნენ მისულები და კონკრეტული დღის ჩანაწერი მოითხოვეს, რის მიცემაზეც ნაციონალური მოძრაობა მზად იყო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მათთან აღარ გამოჩენილან.

“გამომძიებლებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, სრული ინფორმაცია, კამერებიც ჩანაწერები, რომელიც ოფისში იყო, მივეცით. გავყოფდი გამოძიებას, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ და ის სამარცხვინო განცხადებები, ჯერ გამოძიება არ იყო დაწყებული, როცა პრემიერმა სამარცხვინო მინიშნებები გააკეთა,“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაზე პროკურატურას მძიმე პოზიცია ექნება”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის ბრალდებას პასუხობს