ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 15:37

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი კლავდა.

„სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა და მართლმსაჯულება არ არსებობდა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „რუსთავი2“ საქართველოს წინააღმდეგ“ თქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიიტაცა და მართლმსაჯულება არ არსებობდა. ასევე, ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც ქვეყნის წარმატებაა იმ ნაწილში, რომ საქართველოში მართლმსაჯულება შედგა. თავის მხრივ, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო იყოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 15:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics