ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა რეესტრს მიმართა – “რუსთავი 2”-ის იურისტი განცხადებას აკეთებს

„რუსთავი 2″-ის იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რომ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ამას მოწმობს ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საჯარო რეესტრს მალევე მიმართა.

თამთა მურადაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არის შესული ძალაში და გასაჩივრების შემდეგ, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. იურისტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არხი ქიბარ ხალვაშზე გადარეგისტირდება, სიტუაციის შემობრუნებას ხელი შეეშლება.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ძალაში შესული. ჩვენ გვაქვს სამი თვე, სამი თვის შემდეგ შეიძლება საერთოდ შემოტრიალდეს სურათი. იმ შემთხვევაში თუ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდება, შემდეგ მესაკუთრეების მიერ თუ მათი გასაჩივრება დიდ პალატაში წარმატებული იქნება, ეს ვეღარ შემოატრიალებს სიტუაციას. კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ არ განახორციელოს ისეთ ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მოსარჩელეებს თავიანთი უფლების რეალიზაციაში, მათ შორის გასაჩივრებაში. თუ ხელისუფლებამ ახლა გადაურეგისტრირა კომპანია ქიბარ ხალვაშს და ამ ფონზე, შემდეგ ჩვენ მოგვიწევს დიდ პალატაში გასაჩივრება, ეს ნიშნავს, რომ დარღვეული იქნება მესაკუთრეების უფლებები. დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არსებითი გადაწყვტილების სახით გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ და არა ცალკე გადაწყვეტილებით. ეს ნიშნავს, რომ ეს არის გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილი და გადაწყვეტილება, როგორც კონვენციაში წერია, ძალაში შედის მხოლოდ სამი თვის შემდეგ,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლესი ევროპული გამოცდა ჩააბარა
შემდეგი სტატიატელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ