ირაკლი ფავლენიშვილი: ზურაბიშვილმა არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტები შეთითხნილი ბრალდებით არ არიან ციხეში, ამიტომ მან უნდა არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

„ჩვენ მივესალმებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას კოალიციურ ველზე, თუმცა როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობას მას პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა. ყოფილი პრეზიდენტები არ არიან შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის კოალიციურ მმართველობისთვის და დემოკრატიული და ევროპული ტიპის მმართველობისთვის.“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

banner
წინა სტატიაშიილია ჭიღლაძე: ბერი ეპისკოპოსი დაოჯახდა და ცოლად მოიყვანა ყოფილი საყვარლის უახლოესი ნათესავი
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის ძალებმა ევროპაში ყველაზე დიდ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს