რუსეთის თავდაცვის ძალებმა ევროპაში ყველაზე დიდ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის თავსაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსი სამხედროებმა უკვე სრული კონტროლი განახორციელეს ავდეევკას კოქსის ქიმიურ ქარხანაზე, რას უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს.

,,ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართულია რუსეთის დროშები”.- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავდეევკა ქალაქ დონეცკიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ომის დაწყებამდე მოსახლეობა 30 ათას შეადგენდა.

ავდეევკას ქიმიური ქარხანა ევროპაში ყველაზე დიდ ქარხანას წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული ტელეგრამ არხი ,,რიბარი” ჯერ კიდევ 17 თებერვალს წერდა, რომ ქარხანაში უკრაინული ძალები მხოლოდ ნაწილობრივ განაგრძობდნენ დაცვას, თუმცა არა ბოლომდე, ამიტომ წინააღმდეგობის კერები მაინც არსებობდა.

ქარხანაზე პირვრლი შეტევა რუსეთმა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2024 წლის დასაწყისში კი შეტევა გააძლიერეს. რუსები ცდილობენ კოქსის ქარხანა სრულად გამოიყვანონ მწყობრიდან.

ჰოლდინგი ,,მეტინვესტის” მფლობელი და გენდირექტორი იური რიჯენკოვი ირწმუნება, რომ ომის დასრულების შემდეგ, ქარხანა აღარ იარსებებს, ის აღდგენას აღარ ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: ზურაბიშვილმა არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან
შემდეგი სტატიანაპოვნია მანქანა, რითაც ნავალნის ცხედარი მოიპარეს (video)