ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დაესწრება თუ არა, თავად ბრალდებული საკუთარი საქმის განაჩენს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიახაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა