ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება აიკრძალა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მათი ანალიზების პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი მეზობლად მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი. ხიდისყურში დაიკეტა მაღაზიაც, რომლითაც ინფიცირებული ქალი ხშირად სარგებლობდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისში ცხოვრობს და ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა