ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა,დააკავონ-რას აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, დააკავონ. თავდაცვის ექსმინისტრს უკვე შეუთვალეს, რომ უნდა გააკეთოს არჩევანი ციხესა და დუმილს შორის. ოქრუაშვილმა კარტების გახსნა და მძიმე პოლიტიკური გაზაფხული დაანონსა. სკანდალური ამბების გახმაურებას ის დღეიდან დაიწყებს.

„ჩვენ შენ წაგიყვანთ პროკურატურაში“ – ოქრუაშვილის თქმით, მას ყოფილმა პროკურორმა ამის შესახებ განუცხადა.

„ეს ყველაფერი, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკვალოდ არ ჩაივლის. მილიონ კაცს ის პროკურორთან ვერ წაიყვანს, იმ მილიონ კაცს, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კომისიას ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიახანძარი საცხოვრებელ კორპუსში-სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ბინა დაეწვა