სახელმწიფო აუდიტისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კომისიას ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე საკონკურსო კომისია დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის 2018 – 2019 წლების ფინანსური აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს შეარჩევს.

პარლამენტის დადგენილებით, საკონკურსო კომისიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი შედიან.

საკონკურსო კომისიამ უნდა შეიმუშავოს კომისიის დებულება, საკონკურსო პირობები და წესები. გამარჯვებული აუდიტორული ფირმა კი 2019 წლის 7 მარტამდე გამოვლინდება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია – „KPMG”-ს, “Deloitte Touche Tohmatsu Limited”-ს, “Ernst & Young”-ს, “PriceWaterHouseCoopers” მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა,დააკავონ-რას აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი