ირაკლი ოქრუაშვილი: გორში სადავეები ხელში ავიღეთ და ასე ვთქვათ, მარშრუტს ვუკვეთავთ

“გორში “ქართულმა ოცნებამ” გუნდის ერთიანობა ვერ შეინარჩუნა – ამის შესახებ გადაცემა 2030-ში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

,,“გორში “ქართულმა ოცნებამ” გუნდის ერთიანობა ვერ შეინარჩუნა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენთან საერთო ენის გამოძებნა, პარტნიორობა და მეგობრობა დასჭირდა, რადგან ჩვენ ჩასაფრებული ე.წ. ოპოზიციონერები არ ვიყავით. ხელმძღვანელების გარეშე დარჩენილი ქალაქი ერთი თვის მანძილზე პარალიზებული იყო. ამის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამიტომ, კომპრომისი გამოინახა. ჩვენმა წარმომადგენლებმა გარკვეული თანამდებობები დაიკავეს, სადავეები ხელში ავიღეთ და ასე ვთქვათ, მარშრუტს ვუკვეთავთ. თუმცა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების შედეგად ვიღებთ”- განაცხადა ოქურაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,არ გამოვრიცხავ საპარლამენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა”
შემდეგი სტატია,,ამას გნებავთ გარიგება დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობა” რატომ არ ენდო ოქრუაშვილი ალასანიას პარტიას