,,ამას გნებავთ გარიგება დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობა” რატომ არ ენდო ოქრუაშვილი ალასანიას პარტიას

გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გორს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი კონკურენტებთან თანამშრომლობის საკითხზე საუბრობს.

“თავისუფალ დემოკრატებთან” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთ წევრთან შევთანხმდით, რომ ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო, მათ წარმომადგენლებს კი, სხვადასხვა თანამდებობები დაეკავებინათ, მაგრამ მათ ჩვენი კედელთან მიყენება გადაწყვიტეს და ცოტა ხანში, შეთანხმება დაარღვიეს. განგვიცხადეს, რომ თავმჯდომარე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი უნდა გამხდარიყო. ამ შემოთავაზებას იმ შემთხვევაში ვთანხმდებოდით, თუ ისინი ქალაქის ბიუჯეტის მიღებას ჩააგდებდნენ, რადგან ბიუჯეტი ქალაქის ინტერესებს არ პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდა. ეს იყო სიგნალი, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. ალტერნატიული გზა “ქართულ ოცნებასთან” საერთო ენის გამონახვა იყო და ამას გნებავთ გარიგება დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობა. ფაქტია, რომ შეთანხმება ქალაქის ინტერესების შესაბამისი აღმოჩნდა”- განაცხადა ოქრუაშვილმა. 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: გორში სადავეები ხელში ავიღეთ და ასე ვთქვათ, მარშრუტს ვუკვეთავთ
შემდეგი სტატიააფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის