ირაკლი ნადირაძე : დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, სიცრუეა.

„ქართული ოცნების“ ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ, მაშინ როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული. დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან ისინი, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზრდიან ბოუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ”, – განაცხადა ნადირაძემ.

დედაქალაქის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოს გუშინ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: „ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას“