გია ვოლსკი : გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიატოვა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს გამოეცალა მთავარი აგური, კერძოდ შიში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გრიგოლ ვაშაძის 2009 წლის განცხადებებზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, „რომ ძალიან უყვარს რუსეთი, ამ სამარცხვინო ომთან რუსეთს კავშირი არ აქვს და ვერ დაეთანხმება რუსეთთან დამშვიდობებას“.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, დახოცილ გმირებს ბრძოლის ველიდან ვერ გამოიყვანდნენ.

„გრიგოლ ვაშაძის განცხადება ომთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას. ძალიან მძიმე წარსული შეიძლება გავახსენეთ მას, მათ შორის 2008 აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო და მსოფლიო თავის ოფიციალური პოზიციიდან შეჰყავდა შეცდომაში, ამბობდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი. სახელმწიფომ მშვიდობიანი მოსახლეობა მძიმე პერიოდში მიატოვა “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახს მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე : დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა