ირაკლი მამალაძე: ნატა ფერაძის საქციელი არაეთიკური და სამარცხვინო ფაქტია

ირაკლი მამალაძე: ნატა ფერაძის საქციელი არაეთიკური და სამარცხვინო ფაქტია

irსაყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპროტესტო აქციაზე ნატა ნეფარიძის დაკავების ფაქტს.

ირაკლი მამალაძე წერს: “ნატა ფერაძის დღევანდელმა ქცევამ და ინფორმაციამ ნარკოტიული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩრდილი მიაყენა, არა მარტო მას, არამედ იმ არასამთავრობო ოროგანიზაციებსაც, რომლებიც გაერთიანებულ ბლოკში არიან წარმოდგენილები.. არაეთიკური და სამარცხვინო ფაქტია, როცა “პარტიზანი მებაღე” ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა ძალიან მნიშვნელოვან საპროტესტო აქციაზე. კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა ასეთ მდგომარეობაში თავს უფლებას აძლევ პატრულის ავტომობილს, როგორც ცხენს ისე შემოაჯდე.. ვფიქრობ ქალბატონი ფერაძე უნდა გამობრძანდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში !! ის ვალდებულია გააკეთოს განმარტებები დღეს მომხადარ ინციდენტზე. ძალიან ვწუხვარ, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩდით ნატას გამო:((” – წერს ირაკლი მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გარემოსდამცველი ნატა ფერაძე დააკავეს.
“აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით” – აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას შსს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – ჯერ ივანიშვილი უნდა მოვთოკოთ და მერე ნარმანია გავუშვათ სახლში
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულ 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ორი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო