ალეკო ელისაშვილი – ჯერ ივანიშვილი უნდა მოვთოკოთ და მერე ნარმანია გავუშვათ სახლში

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

თუ ვინმეს უნდა ქალაქში რამე გამოსწორდეს, ორი გამგებელი კი არ უნდა მოხსნას, ნარმანია უნდა გაშვას სახელში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გლდანისა და სამგორის გამგებლების მიერ თანამდებობების დატოვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქალაქის მთავარი საკადრო პრობლემა არა ორი რაიონის გამგებელი, არამედ თბილისის მერი დავით ნარმანიაა.

”ნარმანია სულ ტყუილად იღებს ხელფასს და ტყუილად არის მოკალათებული მერიაში. თუ ვინმეს უნდა ქალაქში რამე გამოსწორდეს, ორი გამგებელი კი არ უნდა მოხსნას, ნარმანია უნდა გაშვან სახლში. ეს ყველაფერი ეხება ”ქართულ ოცნებას”. გლდანის გამგებელი ჩემზე ძალიან მონდომებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სამგორის გამეგებლზე სულ რაღაც სკანდალები ხდებობა. ისინი კი არ უნდა გაეშვათ, არამედ უნდა დაეჭირათ. ამდენად ეს არის არაფრის მთქმელი რაღაც წყალწყალა გადაწყვეტილება, ნარმანია რომ ვითომ მუშაობს ამის დასტური. თუ ვინმეს უნდა რომ უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ, ჯერ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვთოკოთ და მერე ნარმანია უნდა გაუშვათ სახლში”, – განაცხადა ელისაშვილმა.

სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამდებობიდან გადადგომა საკადრო გადაადგილებას უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება
შემდეგი სტატიაირაკლი მამალაძე: ნატა ფერაძის საქციელი არაეთიკური და სამარცხვინო ფაქტია