ირაკლი ლექვინაძე საკრებულოში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე არმისვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს და საკრებულოში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.

“მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, თუმცა კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის და ბოლომდე გაყვანისთვის გვჭირდება გარკვეული პერიოდი. მათ ჩვენ ვთხოვეთ, რომ გარკვეული პეროდი ეს განხილვა ყოფილიყო გადადებული, ამის ოფიციალური წერილიც არსებობს და ასევე ჩვენ შორის იყო სატელეფონო საუბარიც“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსნებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარკინგის პრობლემაზეც აპირებდნენ საუბარს თუმცა თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე და სატრანსპორტო სამსახურის უფროსი საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშიმაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება
შემდეგი სტატიარა სიურპრიზს უმზადებს ლალი მოროშკინა ქართველ ქალებს?!